დავით უსუფაშვილი - სახელისუფლო გუნდს აქვს კარგი სურვილები, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ აქვთ არასწორი და გაუმართავი გეგმები

იქნებ ვინმემ შემახსენოს, ამ 7 თვის განმავლობაში კონკრეტულად რა შედეგი მივიღეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებით? - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის ნოემბერშივე უნდა მომხდარიყო სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება.

„სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთებას მე პირადად ვურჩევდი მთავრობას გასული წლის ნოემბერში, როდესაც ასევე გაუგებარი ცვლილებების პროექტი წარმოადგინეს. გარემოს დაცვის სამინისტრო კი არ უნდა შეერთებოდა სოფლის მეურნეობას, სასჯელაღსრულება უნდა შეერთებოდა იუსტიციას, ეს იყო ლოგიკური და სწორი. ამიტომ, ამ შეერთებებით რა არის დასახული, მე არ ვიცი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს გაუმართავი გეგმები.

„იქნებ ვინმემ შემახსენოს, ამ 7 თვის განმავლობაში კონკრეტულად რა შედეგი მივიღეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებით. 7-8 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა ხდება; ასე რომ, ამ თემებზე საჭიროა საგნობრივი-სახელმწიფოებრივი მსჯელობა. ამას ვერ ახერხებს სახელისუფლო გუნდი. მათ აქვთ ძალიან კარგი სურვილები, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ აქვთ ძალიან ცუდი პოლიტიკური ორგანიზაცია და ძალიან არასწორი და გაუმართავი გეგმები. ამიტომ არის ეს იქით-აქეთ სიარული, გაუგებარი მესიჯები, გაუგებარი დროებითი მთავრობები და ა.შ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა