ზაზა სარალიძე - ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი

ფარდული ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. იქ სისხლის ძალიან ბევრი კვალი იყო, რაც ზუსტად დაადგენდა, რა ხდებოდა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი იყო 1.95 სიმაღლეში, ხოლო ამ ფარდულის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, 1.30-1.40 მეტრი. თუნდაც ყოფილიყო 1.60 მეტრის, არც ერთი ბავშვი არ არის 1.60 მეტრზე დაბალი. ჩნდება კითხვა, ეს ყველა ბავშვი ერთად როგორ მოთავსდებოდა ამ ფარდულში და მოხდა თუ არა ჩემი შვილის მკვლელობა ფარდულის შიგნით და არა გარეთ? ეს ფარდული რომ არ დანგრეულიყო, ზუსტად დადგინდებოდა იქ ყოფნისას ჩემი შვილის მდებარეობა - რომელ მხარეს იდგა, საით იყო შეტრიალებული, რამდენად შეეძლო გ.ჯ-ს, რომ 12 ჭრილობა მიეყენებინა, რამდენად შეეძლო მიხეილ კალანდიას მისთვის ჭრილობების მიყენება და ზოგადად, რამდენი ადამიანის მოთავსება შეიძლებოდა ამ 5 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ფარდულის დანგრევის მიზეზის გარკვევას შეეცადა, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ უპასუხა, რომ ფარდული კერძო საკუთრება იყო და ხელის შეშლის უფლება არ ჰქონდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა