გენერალური აუდიტორის განცხადებით, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განხორციელებული შემოწირულობის საკითხს შეისწავლიან

გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განხორციელებული შემოწირულობის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

როგორც პარლამენტში მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მას 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირადი თანხებით არ დაუფინანსებია და ადგილი ჰქონდა მისი საბანკო ანგარიშის ტექნიკურად გამოყენებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა