„ბასიანის“ ადვოკატი - შსს-ს უარს ვეუბნებით ჩხრეკის ჩატარებაზე და მივიღებთ ყველა ზომას, რათა უკანონობა იყოს აღმოფხვრილი

ჩხრეკა მიმდინარეობს უკანონოდ, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებს სურთ კლუბის დაარსების დღიდან დღემდე არსებული ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება.

"გამოძიებას დაცვის მხარემ მოსთხოვა წარმოედგინა ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა რომ „ბასიანში“ უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. მათ წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომელშიც წერია სხვა საკადასტრო კოდი, რომელიც არ ემთხვევა „ბასიანის“ საკადასტრო კოდს. შესაბამისად, ჩვენ უარს ვეუბნებით ჩხრეკის ჩატარებაზე და მივიღებთ ყველა ზომას, რათა უკანონობა იყოს აღმოფხვრილი. თუ გამოიყენებენ იძულებას, კიდევ ერთი ძალადობა იქნება.

საუბარია საფინანსო დოკუმენტების შემოწმებაზე. ყველა საფინანსო-საბუღალტრო საბუთზე, რაც „ბასიანის“ ფუნქციონირებიდან დღემდე არსებობს. რა კავშირშია ამ დოკუმენტების შემოწმება ნარკოტიკების ბრუნვის საქმესთან, მე ვერ გეტყვით.

ჩვენ ისიც არ ვიცით, რომ „ბასიანის“ მიმართ აღძრულია თუ არა საქმე" ,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა