ახმეტაში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა

ახმეტაში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ავტოგაზმზიდს შეეჯახა. ინციდენტის დროს მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც სახის არეში მოტეხილობები აღენიშნება, სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.