„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - განჩინებას, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მოვიდნენ, მოქმედების ვადა გასული აქვს

განჩინებას, რის საფუძველზეც სამართალდამცველები დოკუმენტაციის შესამოწმებლად მოვიდნენ, მოქმედების ვადა გასული აქვს, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებლები პასუხს არ სცემენ კითხვაზე, თუ რატომ მივიდნენ ღამის კლუბში გასულ თვეს გამოცემული განჩინებით.

"საკმაოდ ქაოსური სიტუაციაა. ჩვენ ახლა მივაქციეთ ყურადღება, რომ გარდა საიდენტიფიკაციო კოდის ცდომილებისა, განჩინება გამოცემულია 24 მაისს.

ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბინძური კამპანია, რასაც ემატება ის, რომ ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს დოკუმენტაციის შემოწმება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება“, - განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბ „ბასიანის“ ოფისში სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებს ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება სურთ, თუმცა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო ადმინისტრაცია სამართალდამცველებს ამის საშუალებას არ აძლევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა