შსს-მ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა გავრცელებული პოსტის ავტორი და მისი მეგობრები გასაუბრების მიზნით სამინისტროში დაიბარა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, გამოძიება დაიწყება.

რაც შეეხება თავად ფაქტს გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

მწერალმა ზურაბ აბაშიძემ მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა