ლევან დადუნაშვილის დედა - მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებების ჩანაწერები, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა, სავარაუდოდ, სასამართლო ოქმის ელექტრონული ჩანაწერებია

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედის, ნათია საყვარელიძისა და მისი ადვოკატის, ხათუნა მაღლაკელიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებების ჩანაწერები, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა, სავარაუდოდ, სასამართლო ოქმის ელექტრონული ჩანაწერი იყო.

ამის თაობაზე მათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრეს.

“პირველად ტელევიზიით გ.მ.-ს ჩვენება გავიდა. ჩანაწერი იყო ძალიან ბუნდოვანი ხმით და ტიტრებით გადიოდა. ეს ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი არ იყო, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ მკაცრი რეაგირება საჭირო არ იყო და მივაყურადეთ. ამის შემდეგ ტელევიზიით გავიდა მოწმე მიხეილ კალანდიას ჩვენების სრული ვერსია, გავიდა ბრალდებულების ჩვენებები და ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის ჩვენება. კალანდიასა და ბლადებულ გ.ჯ-ს ჩვენება ძალიან სუფთა ხარისხის იყო, რაც გვაძლევდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს შესაძლოა ოქმის ელექტრონული ჩანაწერი ყოფილიყო. ჩვენ განცხადებით მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს და პროკურატურას, რათა დაეწყოთ გამოძიება და კვლევა, თუ ვის ინტერესებში შედიოდა და რას ემსახურებოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება, რადგან თუ გვინდა სამართლებრივ ჭრილში მოვექცეთ და ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დავაყენოთ, კანონის ფარგლებში მოქცევა სხვა პირებსაც უნდა მოვთხოვოთ. პროცესიდან სხდომის ოქმის მიღების უფლება მხოლოდ პროკურორებსა და ბრალდებულთა ადვოკატებს ჰქონდა. ჩვენ არ ვართ მხარე და ოქმების გამოთხოვის უფლება არ გვქონდა არც ჩვენ, არც ზაზა სარალიძეს და არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს. თუკი სხდომის ოქმი გაჟღერდა, პროკურორები სხდომის ოქმებს ტელევიზიას არ გადასცემდნენ. ალბათ, ეს ემსახურებოდა ბრალდებულთა ინტერესებს - ემსახურებოდა იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ აზრი, რომ ამ საქმეში არის ბევრი დამნაშავე და ამით ბრალდებულთა ბრალეულობა დასრულებული მკვლელობის ნაწილში გამოერიცხათ“, - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ.

ანალოგიური განმარტება გააკეთა ნათია საყვარელიძემ.

“ჩვენ სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მივმართეთ, თუ საიდან გადიოდა ჩანაწერები. კალანდიას და სხვების ხარისხიანი ჩანაწერები პირადად მოისმინა მათმა წარმომადგენელმა და თქვა, რომ ეს იყო ოქმი. ბოლო სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა: - მე ოქმი არ გამიცია და ჩვენება ტელევიზიაში მაინც მოხვდა. თვითონ მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი იყო. შეჩერება იმისა, რომ ჩანაწერები ტელევიზიაში არ მოხვედრილიყო, ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა