ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, კერძოდ კი სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს საკუთრების საკითხებში. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული აუქციონის სისტემის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება - ელექტრონული წესით სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში.

მომსახურების სააგენტო უკვე 8 წელია წარმატებულად ახორციელებს ელექტრონული წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას უნივერსალური პორტალის eauction.ge-ს მეშვეობით.

„ელექტრონული აუქციონი უნიკალური პროექტია ამიერკავკასიაში და ყველაზე გამჭვირვალე და მოქნილი სისტემაა სახელმწიფო ქონების რეალიზაციისთვის. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ქონების განკარგვის ელექტრონული მოდელის ჩამოყალიბების პროცედურებს, პრაქტიკაში დანერგილ მეთოდებს, მიდგომებს და სამომავლო გეგმებს, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები და მონაწილეობდნენ მიმდინარე სამუშაო პროცესებში“, - განაცხადა მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ძნელაძემ.

საკუთრების საკითხებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრები იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ელექტრონული წესით ახორციელებენ ქონების რეალიზაციას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი საკუთრების საკითხებში აქტიურად გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა