დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მზადება. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარეს 2018 წლის ფისკალური წლის აშშ-ს ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერი რედაქციის გათვალისწინებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრისას ელიზაბეტ რუდმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა