წერეთელზე „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკის“ გაქურდვის საქმეზე ბრალდებული პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, ქურდობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

2003 წელს დაბადებული ლ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.თ. კი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს ლ.ს.-მ, თანამზრახველებთან - ლ.კ.-სა და გ.თ.-სთან ერთად, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ გაქურდა, საიდანაც მათ სხვადასხვა ფირმის 20 მობილური ტელეფონი წაიღეს. პოლიციამ 7 მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა