რომან კაკულია - სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება

სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა რომან კაკულიამ განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ მოვალეობებს, სამინისტროების ფუნქციაში კი თვისობრივად ახალი ცვლილებები დაგეგმილი არ არის და ამ საკითხზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა. ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ აკეთებდნენ სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანის ფუნქციებთან დაკავშირებით განცხადებებს, კაკულია განმარტა, რომ ეს მხოლოდ ინტერპრეტაციებია.

„სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება. მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებებით თავიანთ ფუნქციას, ხოლო სამინისტროების ფუნქციაში განსაკუთრებული, თვისობრივად ახალი ცვლილებები არ იგეგმება. ეს ყველაფერი ინტერპრეტაციებია, ერთის ნათქვამი და მეორის დამატებული“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

„ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა სახელმწიოფო მდივნის ფუნქციებთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ მომხდარიყო რამდენიმე მიმართულებით სახელმწიფო მდივნის წარდგენა და რომ მათ არ ექნებოდათ პოლიტიკური დატვირთვა და არ შეეხებოდა საკადრო პოლიტიკური ცვლილებები. სხდომის დაწყებამდე უმრავლეობის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიციები საბოლოოდ შეჯერებული არ იყო, ისევე, როგორც შეჯერებული არ იყო, თუ როგორ მოხდებოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა, ეს იქნებოდა არჩევით თუ დანიშვნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა