ნუკრი ქანთარია - კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ - ტვინი უნდა იყოს თავში, გული კი გულის ადგილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს ხარჯზე სამინისტროების შემცირების წინააღმდეგია, - ამის შესახებ ქანთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დღეს სავარაუდოდ მთავრობის რეორგანიზების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "მე ვეთანხმები სამინისტროების შემცირებულ რაოდენობას, ოღონდ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. რაც მესმის, თითქოს არის ამაზე საუბარი. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე კულტურისა და განათლების. ეს იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ. ტვინი უნდა იყოს თავში, გული კი გულის ადგილზე", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ჯერ სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა