ნუკრი ქანთარია - პრემიერი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების თემაზე დაფიქრდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განმარტებით, პრემიერი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების თემაზე დაფიქრდება.

როგორც მან გუშინ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დააფიქსირა პოზიცია იმაზე, თუ რატომ არ უნდა გაერთიანდეს კულტურისა და განათლების სამინისტროები.

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მცირე მთავრობას ვეთანხმები, მაგრამ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. შეიძლება კულტურიდან წავიდეს დავუშვათ სასწავლო დაწესებულებები განათლებაში, მაგრამ სახელოვნებო უნდა დარჩეს ცალკე. მოიფიქრებს ამასთან დაკავშირებით პრემიერი. არ იყო კონკრეტული პასუხი. ამ შეთავაზებაზე იფიქრებენ", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, კონსულტაციები სტრუქტურულ ცვლილებებზე აღარ გაიმართება და პრემიერი საზოგადოებას თავად გააცნობს გეგმას, სამინისტროების გაერთიანების შესახებ. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებს, ნუკრი ქანთარიას თქმით, კანდიდატების შერჩევა და მსჯელობა ამის შემდგომი ეტაპია და დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა