ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს

ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, დღეს, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში 17:00 საათზე, ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნები", ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლები. დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.

27 ივნისს, იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსენება. გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე, ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლები. დასკვნით კონცერტს კი, ჯგუფი REGGAEON გამართავს.

29 ივნისს, ლეჩხუმში, ცაგერში მწვანე ამფითეატრში, 17:00 საათიდან, ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება. გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე ფოლკლორი - რეგიონული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.

რაც შეეხება თბილისს, საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 8 ივლისს, თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ისაითი“ გახსნის“. 15 ივლის კი, ნიაზ დიასამიძის და „33-ა“-ს კონცერტით დაიხურება. წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool.

Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს მაღალმთიანი აჭარიდან აიღო. ფესტივალი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა