თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორან „Red Hen“-დან გამოაგდეს, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სანდერსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„გასულ საღამოს „Red Hen“-ის მეპატრონემ ლეკსინგტონში, დაწესებულების დატოვება მომთხოვა, რადგან მე ამერიკის პრეზიდენტთან ვმუშაობ და მეც თავაზიანად წამოვედი. მისი ქმედებები მასზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. ყოველთვის პატივისცემით ვექცევი ყველას, მათ შორის მათაც, რომლებსაც არ ვეთანხმები და ასე გავაგრძელებ“, - წერს სანდერსი.

თეთრი სახლის პრესმდივანი რესტორანში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა, ოფიციანტი მას მოემსახურა. რესტორნის მეპატრონე სტეფანი უილკინსონმა განმარტა, რომ რესტორნის თანამშრომლებმა დაურეკეს, რომ მათთან სარა სანდერსი იმყოფებოდა. ის თავად მივიდა რესტორანში, რომ ფაქტში დარწმუნებულიყო. მან თეთრი სახლის პრესმდივანს სთხოვა, წასულიყო და მის შეკვეთაზე ფულის გამორთმევაზეც უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მის ხარჯებს რესტორანი გადაიხდიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა