პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს

პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც როგორც ინიციატორები განმარტავენ, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგი გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ.

კანონი უშვებს ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას მაღალეფექტური ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

ამასთან, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები. კანონპროექტის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.

პროექტი მთავრობის მიერ არის ინიცირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა