ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.

ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერ პოლ რაიანს და სამი ქვეყნის აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს შეხვდება.

„ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან, სენატორ კორი გარდნერთან, ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან.

ირაკლი კობახიძე, ასევე, მონაწილეობას ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოსა(AFPC) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა