თურქეთის იუსტიციის მინისტრი - არჩევნების დროს რაიმე სახის სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თურქეთში, სადაც ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთის ხმის მიცემის პროცესი ყოველგვარი სერიოზული ინციდენტების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის აბდულჰამით გიულის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნების მსვლელობისას რაიმე სახის სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეუთოს არჩევნების პერიოდში მონიტორინგის დროს შეზღუდვები არ ჰქონია.

ამასთან, თურქეთის სამხრეთ ნაწილში იყო გარკვეული ინციდენტები, რაც საარჩევნო ბიულეტენების გადაყრას უკავშირდება. ასევე ზოგიერთ პროვინციაში დააკავეს უცხოეთის 10 მოქალაქე, რომელთაგან სამი ფრანგია, სამი გერმანელი და ოთხი იტალიელი. ისინი საარჩევნო უბნებზე შესვლას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ ეუთოს დამკვირვებლები იყვნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა