გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მწვანე ყვავილას #9 -ში უკვე დასრულდა საყრდენი კედლის მოწყობა, რომლის სამუშაოები შპს ,,ვეთაორ ჯგუფმა" განახორციელა და ჯამში კედლის მოწყობა 118343 ლარი დაჯდა.

საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს ასევე ლუკა ასათიანის #11-ში, რომლის სამუშაოებს ,,ბილდინგ +" 93800 ლარად ახორციელებს. წერეთლის მე-5 ჩიხში ერთდროულად მიმდინარეობს ღვარსადენისა და საყრდენი კედლის მოწყობა. ქუთაისის მერმა დღესვე წერეთლის # 142- ში მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის პროცესი დაათავლიერა, რომელსაც შპს ,,ლამოდერნა" ასრულებს. აღნიშნული ფასადის სამუშაოებისთვის 76 370 ლარია გამოყოფილი.

„ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად დავიწყეთ გზების, ჩიხების და შესახვევების მოასფალტების პროცესი. ასევე საყრდენი კედლების მოწყობა და კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა