გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბათუმში ტბების კომპლექსური დიაგნისტიკური კვლევა განახორციელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ნურისა და არდაგანის ტბებში თევზების დაღუპვის ფაქტების შესწავლის მიზნით, ტბების კომპლექსური დიაგნისტიკური კვლევა განახორციელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ტბების სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის სინჯები, რომლის შედეგადაც ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები.

კვლევის შედეგები ივნისის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, რომელიც ეცნობება საზოგადოებას. სპეციალიტები მოამზადებენ ტბების ხარისხობრივი შესწავლის სიტუაციური ანალიზს და შემდგომი რეაგირებისთვის გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა