ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე იყო

ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე იყო ყველა კაბინეტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ სულ რაღაც ექვსი თვის წინ გამოგვიცხადა ივანიშვილის წინა მთავრობამ, რომ შეამცირებდა სამინისტროების რაოდენობას და ამით დაზოგავდა ფულს, რომელიც რა თქმა უნდა მოხმარებოდა პენსიის ზრდას და სხვა სოციალურ ხარჯებს. ეს არ გააკეთეს მარტივი მიზეზის გამო - ვერ ელევიან საკუთარი და პარტიული აქტივის კეთილდღეობას. მათ არ შეუძლიათ ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმების განხორციელება’,’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა