ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - შესაბამისი ლოკაციებიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო, გამოძიებამ სისხლის ყველა ნიმუში აიღო

შესაბამისი ლოკაციებიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო, გამოძიებამ სისხლის ყველა ნიმუში აიღო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ რატომ არ მოხდა ყველა უბნიდან სისხლის ნიმუშების აღება.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან როგორც ჩანს, არ არის აღებული ნიმუშები, დაზუსტებით არ ვიცით ეს სისხლია თუ არა. შეფერილობით სისხლს გავს. როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ეს სარალიძის სისხლია. საინტერესოა, რატომ არ მოხდა ნიმუშების აღება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„შესაბამისი ლოკაციებიდან სისხლის ნიმუშები აღებული იყო, რაც მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ის გარემოება, რომ სისხლის ყველა უბანი არ შემოწმებულა, პრობლემატურად არ ჩაითვალა, ვინაიდან პროცესზე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ფარდულში მხოლოდ ერთი პირი იყო დაჭრილი დავით სარალიძე და მეორეს გ.მ-ს ქონდა დაზიანებები. სხვა პირთა დაზიანება რეალურად არ მომხდარა. ასევე იმ ლოკაციიდან აღებულია სისხლის ნიმუში რაც საკმარისად იქნა მიჩნეული“, -განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა