საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლალი თეთრუაშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა არის დანაზოგების დაბრუნება.

"მივმართავ ახალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და მინისტრთა კაბინეტს, გამოიჩინეთ ყურადღება, მობილიზება და სასწრაფოდ დაგვიბრუნეთ ჩვენი დანაზოგები", - განაცხადა თეთრუაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე არაერთი აქცია გამართეს, თუმცა პასუხს არავინ სცემს.

მისივე შეფასებით, საფინანსო კომპანია "საქართველოში" მოქალაქეების ქონება დაცული უნდა ყოფილიყო.

"ის უწყება ყველანაირად დაცული უნდა ყოფილიყო. დაცული უნდა ყოფილიყო მოქალაქეთა ქონება. სახელმწიფო ინსტიტუტები, მთავრობა და პარლამენტია ამაში დამნაშავე უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა თეთრუაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა ასევე დაზარალებულების ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელთა ჯგუფი შექმნა. მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე დადო პირველი დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც გადაგზავნა საქართველოს მთავრობაში.

"მთავრობაში შეიქმნა ის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელმაც საკითხზე უნდა იმუშაოს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა ეს ჯგუფი. სხვა განხილვა არ ყოფილა. ამ ადამიანების გულისწყრომის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება არ ასრულებს იმას, რაც გაწერილია საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციებით", - განაცხადა ადვოკატმა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა