საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სომეხმა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათი ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი, რომელმაც დამატებითი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ სრულყოფას,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა