მუხარემ ინჯე - ბატონო ერდოღანო, ნუ იქცევით ისე, თითქოს პარტიის ხელმძღვანელი ბრძანდებით, თქვენ ქვეყნის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ხართ

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა ოპონენტმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მუხარემ ინჯემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს.

„თუ დღეს 15-მა მილიონმა ადამიანმა დამიჭირა მხარი, ეს ნიშნავს, რომ ხვალ 30 მილიონი დამიჭერს მხარს. ბატონო ერდოღანო, ნუ იქცევით ისე, თითქოს თქვენ პარტიის ხელმძღვანელი ბრძანდებით. ამიერიდან, თქვენ ქვეყნის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ბრძანდებით. ეს სრულიად უპატიოსნო არჩევნები იყო, მაგრამ მის შედეგებს ვაღიარებ“, - განაცხადა ინჯემ.

მისივე თქმით, ახალი საპრეზიდენტო სისტემა თურქეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ხელისუფლების ერთი ადამიანის ხელში გადაცემა დიდი რისკია ქვეყნისთვის. თურქეთი ერთი კაცის რეჟიმზე გადავიდა“, - აღნიშნა მან.

გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მუხარემ ინჯემ ამომრჩეველთა ხმების 30,7% მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა