მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს

მთავრობაში დარჩება მხოლოდ 11 სამინისტრო და ეს რაოდენობა არის სრულიად ოპტიმალური ეფექტური საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში ყოფნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, პრემიერს კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.

„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი, როგორც განვაცხადე. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია, დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა