რომან გოცირიძე - თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ოპოზიციისთვის კარგი იქნება - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია

თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ კარგი ოპოზიციისთვის - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა.

"თუ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათი მიზანია ამა თუ იმ მინისტრის უმტკივნეულოდ მოხსნა. კულტურის სამინისტრო შეუერთდება განათლებას და მინისტრი წავა, სოზარ სუბარს ეტყვიან, შენი სამინისტრო დაიშალა, ერთი ნაწილი წავიდა მარჯნივ, მეორე მარცხნივ, და გაუშვებენ სახლში. ფაქტობრივად, საკადრო მანიპულაციებისთვის ხდება ეს ყველაფერი. თუ წულუკიანი დარჩა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ კარგი ოპოზიციისთვის - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა