ზესტაფონის მერია - ზესტაფონში, 26 მაისის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 26 მაისის სახელობის ქუჩაზე გზის განახლება მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

„ამ კონკრეტულ ქუჩაზე 74000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს შპს „საპოვნელა“ ასრულებს. 345 მეტრი სიგძის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა. ასევე, კომპანიამ დამატებითი პასუხისმგებლობა აიღო ქუჩის მიმდებარე ერთ–ერთი ჩიხის კეთილმოწყობაზე,“– განაცხადა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით აბულაძემ.

მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასა და შპს „საპოვნელას“ წარმომადგენლებს გაესაუბრა.

„მოგეხსენებათ ზაფხულია, ცხელა და ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, მძიმე ტექნიკის გადაადგილება და ასე შემდეგ, ართულებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოს დათქმულ ვადაში დასრულება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობას და ვეცდებით დაჩქარებული ტემპით დავასრულოთ სამუშაო,“ – აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, ვადაგადაცილების გამო დამატებით კეთდება კიდევ ერთი ჩიხი, რომელიც თავიდან გათვალისწინებული არ იყო.

„ჩვენი მიზანია ყველა პროექტი ხარისხიანად შესრულდეს და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. მართალია ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებაა, მაგრამ დამატებით კეთდება ერთ–ერთი ჩიხი, რომელიც თავიდან გათვალისწინებული არ იყო,“ – აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა