ნატო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის განვითარებითაა დაინტერესებული

ნატოს შტაბ-ბინაში საგანგებო სიტუაციების მართვის დაგეგმვის კომიტეტის ფარგლებში, მოწვეულ პარტნიორებთან - საქართველოსთან, ფინეთთან და შვედეთთან - ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და აქტივობები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ნატო - საქარათველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კრიზისების მართვის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატო დაინტერესებულია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის განვითარებით. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, შალვა კვინიხიძე მონაწილეობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა