სოფელ მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრში, ქალთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია – ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო შეხვედრა–ტრენინგი გაიმართა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგების ციკლს ორგანიზაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ატარებს.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ტრენინგის მონაწილეებმა, რომლებიც ძირითადად სოფელ მეორე სვირში მცხოვრები ქალები იყვნენ, ინფორმაცია მიიღეს გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის, ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზების და ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების სერვისების შესახებ. ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები“, – განაცხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თეო ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა