საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემების ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით განახორციელებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემებზე ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით განახორციელებენ, ხოლო შემოწმების პროცესის ჩაწერა-მონიტორინგი უშუალოდ შემოწმებების გამჭვირვალობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს და ეწევა ნავსადგურში შესული გემების ინსპექტირებას მათი საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან შესაბამისობის დასადგენად.

„იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აღმოჩნდება გემის მოწყობილობების, საბუთების, ეკიპაჟის კომპლექტაციის ან სხვა სერიოზული საკითხების შეუსაბამობა არსებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, შეაჩეროს ასეთი გემის გასვლა ნავსადგურიდან, ვიდრე შესაბამისი შენიშვნები არ იქნება მთლიანად შესრულებული და ნაკლოვანებები აღმოფხვრილი.

ზემოაღნიშნული პროცესის გამჭირვალობისა და ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ინსპექტორების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პერსონალური სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვის თაობაზე. ვიდეოკამერები ინსპექტორების მუშაობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა