გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის გარკვეულ რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, ვასო გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმი I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და როსტევანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, დელისის I ქუჩის, დელისის, აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზაქარიაძის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ინტენსიფიკაციის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის და გაზაფხულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, არაგვისპირელის და ემილ ვერჰარნის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ბოლო აღმართის, წავკისის და ოქროყანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ასათიანის და შალვა დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, კაკაბეთის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა