კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოსახლეობას მიმართავს

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოსახლეობას მიმართავს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ტურისტულ სეზონზე, როცა კურორტებზე მოსახლეობის განსაკუთრებულად დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს.

„ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია. გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის, რადგან არ არის გამორიცხული, მოხდეს სპეციალური ხელსაწყოს შეხება სადენზე. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა