ირაკლი მექვაბიშვილი - ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება

გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება.

როგორც მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე "ფული პოლიტიკაში" განუცხადა, კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.

"ასეთი პრეცედენტები არის და ერთ-ერთ საკითხად ჩავრთეთ ეს თემა. კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით",- განაცხადა მექვაბიშვილმა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით და პროცესები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.

"ვმუშაობთ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. პრობლემები არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად ვადებთან",- განაცხადა მექვაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა