სამეგრელოში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს და თემატური ბროშურები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მცენარეთა დაცვის, ციტრუსის და დაფნის მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის საკითხებზე ადგილობრივებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში აბაშის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის 18 სოფელი მოიარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანია ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა