გია ბუღაძე - განათლებისა და კულტურის სამინისტროების შეერთებას ძალიან ცუდი შედეგი ექნება, უარესს ვერ წარმოვიდგენთ - ხელისუფლებას განათლებული ადამიანები ხელს უშლიან

განათლების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროების შეერთებას ძალიან ცუდი შედეგი ექნება, უარესს ვერ წარმოვიდგენთ, - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ მხატვარმა და პროფესორმა გია ბუღაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია ორი დიდი და დამოუკიდებელი სფეროს შერწყმა.

„ძალიან ცუდი შედეგი ექნება, უარესს რომ ვერ წარმოვიდგენთ. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს განათლება და კულტურა, პირიქით, ხელს უშლის. ამ ხელისუფლებას ხელს უშლიან განათლებული და კულტურული ადამიანები. როგორ შეიძლება ამ ორი საჭირო და უძვირფასესი სფროს შერწყმა და ერთი სახურავის ქვეშ გაერთიანება? - შეუძლებელია. ორივე დამოუკიდებელია და დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა