რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის სანაპირო ზოლი ტურისტული სეზონისთვის მოწესრიგდა

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის სამუშაოების დასრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

„მსოფლიო ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

სამინისტროს განცხადებით, იმისთვის, რომ ტურისტული სეზონისთვის ზღვისპირა ზოლზე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულიყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით 1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

,,დღეს, დავათვალიერეთ ქობულეთის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოები. სამწუხაროდ, ეს პროექტი იყო ჩავარდნილი და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა სამართლიანი უკმაყოფილება. დაახლოებით, თვენახევრის წინ ვიმყოფებოდით აქ და როდესაც გავეცანით არსებულ მდგომარეობას, გადავწყვიტეთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის დაგვევალებინა ამ სამუშაოების შესრულება. დღეს, როგორც დავპირდით მოსახლეობას 650 მეტრი ბულვარი მოწყობილია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა