ნუკრი ქანთარია - კულტურის და განათლების სამინისტროების გაერთიანებაზე პირადად მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების გადაწყვეტილებას არ იზიარებს და როგორც აცხადებს, აღნიშნულ ცვლილებებზე პირადად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

როგორც ქანთარიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ხელოვნების ნაწილი ცალკე სახელმწიფო დეპარტამენტის ან დამოუკიდებელი სააგენტოს სახით მაინც უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარებოდა. ქანთარიას თქმით, მან კონსულტაციების დროს, პრემიერს აღნიშნული მოდელი შესთავაზა.

“შეიძლებოდა კულტურის სამინისტროდან განათლების სამინისტროს ფარგლებში სასწავლო-შემოქმედებითი დაწესებულებების, ასევე ბიბლიოთეკების და მუზეუმების გადასვლა. ხელოვნების დარგების, რომელიც ეროვნული იდენტობის გამომხატველია და ასეთია: ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული მუსიკა, ქართული ქორეოგრაფია - მათი ამ ოკეანეში ჩაკარგვა, რასაც განათლება ჰქვია, ვფიქრობ, რომ ძალიან გაჭირდება“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში გადაწყდა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანდება. გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმება. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, რომლის უწყებები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება: - დევნილთა განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდება.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა