ქეთი დოლიძე - განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება კულტურის დაღუპვა იქნება

მე მიმაჩნია, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება კულტურის დაღუპვა იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განათლების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მე მიმაჩნია, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება იქნება კულტურის დაღუპვა. ეს ნამდვილად ასეა, რადგან ჩვენთან განათლების სფეროში ძალიან დიდი სირთულეა, ამას იმდენი ყურადღება სჭირდება, რომ კულტურისთვის აღარავის ეცლება“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ - მინისტრმა დღეს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა