შსს-ში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დიპლომატებს ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნეს.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ინიციატივებს. კერძოდ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. როგორც ცნობილია, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

ელჩებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას და ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა