ქობულეთის შემოვლითი გზა ოფიციალურად გაიხსნა

2018 წლის 26 ივნისს ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა. 18 კმ სიგრძის გზა უკვე გახსნილია და ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

პროექტი განახორციელა ჩინურმა კომპანიამ SINOHYDRO Corporation Limited, რომელმაც საქართველოში ძვირადღირებული კონტრაქტი გააფორმა. პროექტი აზიის განვითარების ბანკმა ADB-მ დააფინასა 2012 წელს. მისი სრული ღირებულება 130 მილიონი აშშ დოლარია. ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის სრული სიგრძე 18 კმ-ია, ორ გვირაბს, 15 ხიდსა და არაერთ წყალგამტარს მოიცავს. ხიდი #9 ყველაზე გრძელია და მისი აშენება მეტად რთული იყო. სპეციფიკიდან გამომდინარე ხიდის უსაფრთხოება გარანტირებული რომ ყოფილიყო, კომპანიამ მის ასაშენებლად MSS სისტემა გამოიყენა. აღნიშნული ხიდის საშუალო სვეტის სიმაღლე 42 მ-ია. ხიდი “S” ფორმის არის. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი გახდა.

"დღემდე ტრანზიტული ავტომობილები ტურისტულ ზონაში მოძრაობდნენ. ამიერიდან ახალი თანამედროვე 18 კილომეტრიანი მონაკვეთი გვექნება ბათუმადე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომ აჭარაში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას ბიძგი მივცეთ. მაგისტრალი ყველა სოფელთან არის დაკავშირებული",- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა SINOHYDRO-მ 2014 წელს დაასრულა. საერთო ჯამში ორივე მონაკვეთის სიგრძე 31,7 კმ-ია.

”საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უცხოური ბაზარია. ამ ქვეყანამ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროების განვითარებაში. ჩვენ გვქონდა პატივი, რომ 4 პროექტი განგვეხორციელებინა. მათ შორისაა რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი, თბილისი-რუსთავის შემოვლითი გზა და ამიერიდნან უკვე ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი. ამ დროისთვის კიდევ 2 პროექტზე: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე მონაკვეთსა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის პირველ მონაკვეთზე ვმუშაობთ. ჩვენი პროექტები ადგილობირივი ეკონომიკის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს,” - განაცხადა SINOHYDRO-ს წარმომადგენელმა.

InterPressNews.GeSINOHYDRO არის კომპანია, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს და ამავდროულად, უამრავ ადგილობრივს ასაქმებს. მაგალითად, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პიკის პერიოდში 560 ადგილობრივი იყო დასაქმებული. საერთო ჯამში კი ამ პროექტში 1200 ადგილობრივი იყო ჩართული. ზოგადად, SINOHYDRO-ს პროექტებში ჩინელებისა და ქართველების დასაქმების პროპორცია არის 20/80-ზე. ქართველები ყველა დონზე არიან დასაქმებული, მათ შორის არიან გადაწყვეტილების მიმღები პირებიც.

”ჩვენს დასაქმებულებზე მაქსიმალურად ვზრუნავთ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ისინი სხეულის დაზიანებას იღებენ და სასწრაფოდ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში გადაგვყავს. ყველა ქართველი და ჩინელი თანამშრომელი დაზღვეულია. ეს არის დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა,” - აცხადებს SINOHYDRO-ს წარმომადგენელი.

სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. სწორედ აქედან გამომდინარე ზრუნავენ როგორც თანამშრომლებზე, ისე გარემოსა და ზოგადად, ადგილობრივ მოსახლეობაზე.

InterPressNews.Ge”პროექტის განხორციელების პერიოდში მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი ხიდები და გზები უსასყიდლოდ ავაშენეთ. გასულ წლებში, როცა საქართველოს ბუნებრივი სტიქიები უტევდა, ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთეთ სამაშველო პროცესებში. მაგალითად, 2011 წლის 18 ივნისს, როცა რიკოთის მიმდებარედ მიწისძვრა მოხდა და 2015 წლის 13 ივნისსს, თბილისის წყალდიდობის დროს ჩვენი ტექნიკა და ადამიანური რესურსი აღდგენის პროცესში იყო ჩართული. პერიოდულად ვრგავთ ხეებს. ასევე, ქველმოქმედების სახით ვეხმარებით ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარს. სკოლებსა და ბაღებს საჭირო მარაგით უზრუნველვყოფთ,” - აღნიშნა SINOHYDRO-ს წარმომადგენელმა.

POWERCHINA არის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია POWERCHINA-სი, რომელიც თავის მხრივ სრულად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიაა. 2016 წლის ბოლოსთვის ის წარმოდგენილი იყო 243 უცხოური ოფისით 102 ქვეყანაში, რომლებიც ხელმძღვანელობენ 2156 სხვადასხვა სახის კონტრაქტს. არსებული კონტრაქტები მოიცავს კვლევას, კონსულტაციას, პროექტების მართვას, ტექნიკით მომოარაგებას და ვაჭრობას. POWERCHINA 116 ქვეყანაში ახორციელებს სრულყოფილ და მრავალფეროვან მომსახურებას. მათ შორისაა: დაგეგმვა, გამოკვლევა, დიზაინი, კონსულტაცია, მშენებლობა, M&E; ინსტალაცია და წარმოება. მისი სფეროებია ჰიდროენერგია, თერმული ენერგია და ინფრასტრუქტურა. POWERCHINA მსოფლიოში ყველაზე დიდი ენერგო მშენებელი კომპანიაა.

2017 წელს POWERCHINA 190-ე პოზიციას იკავებდა Fortune 500-ის რეიტინგში. ჩინეთის საწარმოების სიაში 42-ე ადგილზეა, ხოლო ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაციების რეიტინგში - 22-ე პოზიციაზე. გარდა ამისა, ENR-ის მიხედვით, ის არის მე-5 მსოფლიოს 250 კონტრაქტორს შორის და მე-2 დიზაინის ფირმებს შორის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა