გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოკუპაციის მუზეუმის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია და სოფლის რწმუნებული ბადრი ხუნჯგურუა ესწრებოდნენ.

ოკუპაციის მუზეუმი ხურჩაში იმ შენობაში გაიხსნა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკაა, რომელიც ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლდა და აღიჭურვა. მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში შეიქმნა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ოკუპაციის არაერთი მუზეუმია გახსნილი.

,,ზუსტად ერთი წლის წინ, ხურჩაში ვიზიტისას დაიბადა იდეა, რომ ხურჩაში გახსნილიყო ოკუპაციის მუზეუმი, ვინაიდან ეს ადგილი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული, სიმბოლური დანიშნულებისაა. ხურჩაში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ინციდენტი - ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, სწორედ ოკუპაციის მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მოხდა და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა აქ მცხოვრებმა და ამ სოფლის სტუმარმა მეტი იცოდეს ოკუპაციის შესახებ, მუდმივად არსებობდეს ოკუპაციაზე დისკუსიის სივრცე. ამიტომ, ჩვენ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ოკუპაციის არაერთი მუზეუმი გავხსენით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა