ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიაზე ხორვატიის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 25 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიაზე, მოხსენებით ხორვატიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი წარდგა. მან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხორვატიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ღია დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელი წინაპირობა, ეროვნულ უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევროპის საბჭოს ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა.

თავის გამოსვლაში, სხვა საკითხებთან ერთად, ხორვატიის თავმჯდომარეობის წარომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და გამოთქვა სურვილი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხის ფარგლებში, ხორვატიის თავმჯდომარეობამ ასევე გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალზე განხილული აქტუალური საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მიმოხილულია ევროპის საბჭოს საქართველოსთან არსებული ურთიერთობა და ამ თვალსაზრისით ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაციის გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ ა.წ. მაისში მიღებული გადაწყვეტილების ელემენტებზე. დოკუმენტში გამოხატულია მოწოდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიმართ, რომ მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიანი დაბრუნება. დოკუმენტში ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, რომ შეუშვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა