ზვიად ფხაკაძე ოთარ კახიძეს - მიყვირით, აშკარა დისკრიმინაციას განვიცდი

სამარცხვინოა, ახლა აქ რასაც ამბობთ, - ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ ხორავას საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს. ხმაური სხდომათა დარბაზში მკვლელობის ეპიზოდის აღწერილობას მოჰყვა, სადაც საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ მ.კ. გაშველებას ცდილობდა.

„სამარცხვინოა ახლა აქ რასაც ამბობთ! სირცხვილია, ბატონო ზვიად, თქვენ წარმოადგენთ უწყებას, სადაც უნდა მუშაობდნენ ნორმალური და საქმიანი მოხელეები“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

თავის მხრივ, კომისიის წევრებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე. საქმის პროკურორი სამარცხვინოს უწოდებს იმ შეფასებას, რომელიც კახიძის მხრიდან გაკეთდა. „სამარცხვინოა თქვენი შეფასება და განცხადება. მიყვირით ელემენტარულად. აშკარა დისკრიმინაციას განვიცდი“, - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა