სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი შეაჩერა

სახალხო დამცველის აპარატი დროებით სამუშაო პროცესს აჩერებს. როგორც „ინტერპერსნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სახალხო დამცველის აპარატის შენობის ავარიულობაა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

მოგეხსენებათ, რომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს.

მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება.

ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge

სახალხო დამცველი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ტექნიკური შეფერხება დროულად იქნება აღმოფხვრილი“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა