უეს მითჩელი - აშშ საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას ზრდის

აშშ საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას გაზრდის, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მითჩელმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ჩვენ ვუწევთ სამხედრო დახმარებას საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც რუსეთი ცოტა ხნის წინ სამხედრო ძალების გამოყენებით ემუქრებოდა. ვუზრდით სამხედრო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია თავდაცვისთვის. მოვხსენით წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვები მათთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და ორივე სახელმწიფოს ვეხმარებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა მითჩელმა.

მისივე თქმით, ამავდროულად, აშშ ცდილობს მიაღწიოს, რომ უკრაინამ განაგრძოს რეფორმები. „ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ საქართველოსთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთქმედებების გაფართოებაზე“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა