მეუღლესთან ერთად სათევზაოდ წასული 44 წლის კაცი წნორში მოკლული იპოვეს

წნორში 44 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში სავარაუდოდ ბლლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.

"სათევზაოდ დავდიოდით ყოველ დილა. ალაზანზე ვიყავით. მეუღლემ მითხრა, მეორე ნაპირზე გადავალო. მას შემდეგ გაუჩინარდა. ძეbნა დავიწყე, მაშველები გამოვიძახეთ. მალევე იპოვეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. თავში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ რკინაა. სულ სისხლიანი იყო. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს მკვლელს დაიჭერენ", - განაცხადა ტატიანა მელნიკოვამ.

გარდაცვლილის ძმა კი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ზურაბ დავითაშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს ოჯახის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფაა მიაყენეს, სადაც აიძულებდნენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას. ზურაბ დავითაშვილი მისი ძმის მკვლელის დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის აქციების დაწყებას აპირებს.

"ჩემი ძმა არის მოკლული. ჩვენ პოლიციას ჩვენი ეჭვები ვუთხრით, მაგრამ ისინი რას აკეთებენ?! დაკითხვაზე მიყვანილ ჭირისუფალს აიძულებდნენ მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა, რისთვისაც ფიზიკურადაც შეეხნენ. მე კი მითხრეს, ამგვარი ძალადობის მეთოდებით ვმოქმედებთ, რომ სიმართლე დავადგინოთო. ვითხოვ მკვლელის დასჯას. გამოიძიონ და ნუ ცდილობენ დამალვას", - განაცხადა ზურაბ დავითაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა