ზურა ხაჩიძე - მე არ ვიცი, რამ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წყობიდან ისე, რომ ჯერ მივიდეს სახლთან, ქვემოდან აგინოს მეზობლების თვალწინ და მერე ასეთი რაღაც ჩაიდინოს

მე არ ვიცი, რამ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წყობიდან ისე, რომ ჯერ მივიდეს სახლთან, ქვემოდან აგინოს მეზობლების თვალწინ და მერე ასეთი რაღაც ჩაიდინოს,- ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ხაჩიძემ აღნიშნა, ირაკლი ნოზაძეს დანა ზურგიდან რამდენჯერმე ჩაარტყეს.

„მე როგორც ვიცი, მეზობლების მონათხორბით, ირაკლი ჩამოვიდა მის დასაწყნარებლად. უთხრა, რომ დავსხდეთ მანქანაში, ნუ ყვირიხარო. დასხდნენ მანქანაში და უცბად ზურგში რამდენჯერმე დაარტყეს არტერიაში დანა. ეს უკვე სასიკვდილოდ გამეტებაა. იმ კორპუსში, სადაც დაჭრა მოხდა, იმყოფებოდა მედიცინის მუშაკი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია, რომ სისხლი შეენარჩუნებინა. ასევე ოპერატიულად იმოქმედა ღუდუშაურის კლინიკის ყველა ექიმმა. მოგეხსენებათ, არტერიაში დაჭრილი ადამიანი რა უცბად კარგავს სისხლს და როგორ ამთავრებს სიცოცხლეს.

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე მომრავლდა აგრესია, რომ არანაირი ფასი აღარ აქვს ადამიანის სიცოცხლეს,“ - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დაკაავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს, ნ.თ.-ს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა