დავით ჭიჭინაძე - თუ ვერ შევძელით პრობლემების დაძლევა, ვერ ვიქნებით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის იმედზე და მას ვერ ჩამოვეკიდებით 2020 წლამდე

თუ ვერ შევძელით პრობლემების დაძლევა, ვერ ვიქნებით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის იმედზე და მას ვერ ჩამოვეკიდებით 2020 წლამდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალმა პრემიერმა სწორად განსაზღვრა, რაშია ქვეყნის ეკონომიკის პრობლემა და თუ მან ნახევარ წელიწადში ვერ შეძლო ამ პროგრამის განხორციელება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„მოვიდა ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაინახა რაშია ჩვენი ეკონომიკის პრობლემა, რომელსაც ასევე მეც ვხედავ და სწორი აქცენტი გააკეთა. მე ვთვლი, რომ თუ ახალმა პრემიერმა ნახევარ წელიწადში შეძლო ამ პროგრამის განხორციელება და ხალხმა საკუთარ თავზე იგრძნო ის სიკეთე, რომელსაც ჰპირდება, მე ვფიქრობ მას ექნება მზარდი რეიტინგი. შესაბამისად, ეს გადაარჩენს „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნებისგან. მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამის დაძლევას, ვერ ვიქნებით მხოლოდ ერთი ადამიანის (პარტიის ხელმძღვანელის) იმედზე და მას ვერ ჩამოვეკიდებით 2020 წლამდე. ამიტომ სინდისი ოდნავ მაინც თუ გვაწუხებს, უნდა დავიშალოთ, ხალხს თავიდან ვთხოვოთ არჩევანის გაკეთება და ის ადამიანი არ უნდა ჩავაყენოთ ისევ უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა